ამერიკის დიზაინერთა საბჭომ წლის საერთაშორისო დიზაინერად ჯონათან ანდერსონი დაასახელა.
ირლანდიელი დიზაინერი, რომელიც ამჟამად იკავებს Loewe-ს შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობას და ასევე ხელძღვანელობს საკუთარ დაარსებულ ბრენდს JW Anderson -ს, თანამედროვე მოდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა.
2023 წელს ჯონათანის წარმატების მასშტაბი კიდევ უფრო გაიზარდა, რაც შესამჩნევი იყო არა მხოლოდ მოდის ინდუსტრიაში, არამედ მუსიკისა და კინოს სამყაროებში.
ანდერსონი ლონდონის მოდის კოლეჯის კურსდამთავრებულია და მოდის ინდუსტრიაში პირველი აღიარება გასული ათწლეულის დასაწყისში, საკუთარი ბრენდით JW Anderson-ით მოიპოვა, საერთაშორისო წარმატებას კი, LVMH-ის მფლობელობაში არსებულ ბრენდთან, Loewe-სთან ერთად მიაღწია.