თუ გვკითხავენ რესტორანზე, რომელიც პარიზის მოდის კვირეულის ყველაზე ბევრ საერთაშორისო სტუმარს მასპინძლობს, მაშინ, უდავოა, რომ Caviar Kaspia ერთ-ერთი პირველი გაგვახსენდება. მდიდარი ისტორიით და მაღალი ხარისხით, ეს არის ადგილი, სადაც ხშირად შეხვდებით თანამედროვე მოდისა და კულტურის გამორჩეულ სახეებს. “ჩვენმა მომხმარებლებმა იციან თუ რას ეფუძნება Kaspia, ეს არის ისტორია და ღირებულებები,” – აღნიშნავს რესტორნის აღმასრულებელი დირექტორი, რამონ მაკ-კროჰონი.

მას შემდეგ, რაც პარიზული რესტორნის რამდენიმე ექსპერიმენტული სივრცე გაიხსნა დუბაისა და სან პაოლოში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ Caviar Kaspia ოფიციალურად გლობალური ქსელი ხდება. უკვე დადასტურებულია შემდეგი ქალაქები: ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი და ლონდონი.