კარდაშიანების კოსმეტიკისა და პარფიუმერიის ბიზნესი შესაძლოა, მართლაც დგას გამოწვევების წინაშე, თუმცა ერთი რამ რასაც ვერავინ უარყობს, კიმ კარდაშიანის თეთრეულისა და ე.წ. Shapewear -ის ხაზის, Skims -ის წარმატებაა.

წელს, „სკიმსი“ Lyst Index-ის 20 ყველაზე განხილვად ბრენდს შორის მოხვდა, ისეთი მოდის სახლების გვერდით, როგორებიცაა: Gucci, Prada, Versace, Balenciaga და ა.შ. გავრცელებული ინფორმაციით, ბრენდის ღირებულება უკვე აღწევს 4 მილიარდ დოლარს, რაც კიმის, როგორც კარდაშიანების სკანდალური და ვარსკვლავური ოჯახის ყველაზე წარმატებული წევრის სტატუსს კიდევ უფრო ამყარებს.

Skims ცნობილია ვარსკვლავებთან კოლაბორაციებით. წარსულში, ბრენდის სარეკლამო კამპანიებში ვიხილეთ კიმ კეტრელი, ნელი ფურტადო, ტაირა ბენქსი, ჰაიდი კლუმი, SZA და სხვები. ამჯერად კი, კიმის ახალ კოლექციას რეკლამას რეპერი ქარდი ბი უწევს. კამპანია ფოტოგრაფმა და არტისტმა Vanessa Beecroft-მა გადაიღო.

იხილეთ ახალი ფოტოები და ვიდეო Skims-ის კამპანიიდან: