გრემის მფლობელი ჰიპ-ჰოპ არტისტი, ქარდი ბი Balenciaga-ს 2024 წლის წინა-საშემოდგომო კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა.

ქარდი ბის და ფრანგული ბრენდის თანამშრომლობა 2020 წელს დაიწყო, როდესაც რეპერი Balenciaga-ს სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდა. მას მერე, იგი დემნას ერთ-ერთ სახედ, მხარდამჭერად და გულშემატკივრად იქცა.

ახალი კოლექციის ჩვენებაზე, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართა, ქარდი ბი ხელოვნური ბეწვის ლურჯი ქურთუკით ვიხილეთ.

იხილეთ ქარდი ბის გამოსვლა:

იხილეთ Balenciaga-ს 2024 წლის წინა-საშემოდგომო ჩვენება სრულად: