როდესაც პიერპაოლო პიჩოლი ვალენტინოს შემოქმედებითი დირექტორი გახდა, მან საკმაოდ რთული მიზანი დაისახა – განევითარებინა ბრენდის ოტ-კუტიურ მემკვიდრეობა იმდენად, რომ ის მიმზიდველი და რელევანტური გამხდარიყო თანამედროვეობისთვის. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იტალიელმა დიზაინერმა ამ საპასუხისმგებლო და გამოწვევებით დატვირთულ მისიას თავი გაართვა.
ვალენტინო გახდა წითელი ხალიჩის ყველაზე მოთხოვნადი ოტ-კუტიურ ბრენდი, რომელიც იდეალურად აბალანსებს ისტორიულ ფესვებს თანამედროვე სამყაროსთან. მოდის სახლის წარმატება თვალსაჩინოა კანის კინოფესტივალზეც.
დეივიდ კრონენბერგის ახალი კინოსურათის, “Crimes of the Future”-ის პრემიერაზე ყველას მზერა ტინა კუნაკისკენ იყო მიპყრობილი. ახალგაზრდა მოდელს ვალენტინოს მწვანე ფერის ოტ-კუტიურ კაბა ამშვენებდა. კაბა 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან არის, რომელიც პიერპაოლომ მიმდინარე წლის იანვარში წარადგინა.
მოდელი ვალენტინოს ჩვენებაზე ტინა კუნაკი და ვენსან კასელი კანის კინოფესტივალზე
ზემოხსენებული კოლექციიდან შეარჩია კოსტიუმი ნაომი ქემბელმაც. იყო თანამედროვე ოტ-კუტიურ მოდის სახლი, რომელიც არ კარგავს აქტუალობას და ახერხებს შექმნას მღელვარება სამოსის სტილით, რომლის რელევანტურობაც ზრდის მაგივრად იკლებს, ადვილი არ არის. თუმცა ვალენტინოს წარმატება გვარწმუნებს, რომ ეს შესაძლებელია.
მოდელი ვალენტინოს ჩვენებაზე ნაომი ქემბელი კანის კინოფესტივალზე