უკვე 7 წელია რაც ახალი თაობის გამორჩეული ტოპ მოდელი კანის პრესტიჟული კინოფესტივალის უცვლელი სტუმარია. ამ დროის განმავლობაში, ჰადიდის სტილის თვალსაჩინო ტრანსფორმაცია ვიხილეთ – ალექსანდრ ვოტიეს გამომწვევი წითელი კაბიდან, სკიაპარელის და ჟან პოლ გოტიეს ოტ-კუტიურ ნამუშევრებამდე.

2022 კიდევ უფრო საინტერესო წელი აღმოჩნდა, ბელამ არანაკლები ყურადღება დაიმსახურა, ვიდრე კინოს ვარსკვლავებმა. “ჩვენ არქივების და ვინტაჟის სიყვარულმა გაგვაერთიანა,” – ამბობს სტილისტი ლო როუჩი, რომელმაც იზრუნა ტოპ მოდელის ჩაცმის სტილზე. “ეს ახლა მეტად ტრენდულია და მეც ძალიან მომწონს. წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი მშვენიერი რამ შეიქმნა, ისინი იმსახურებენ კიდევ ერთ სიცოცხლეს.”


Chanel 1986 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია


Gucci 1996 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია


Versace 2001 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია


Versace 1987 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია


Versace 2003 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია