ამერიკულმა ბრენდმა ცნობილი პარფიუმის ახალი სარეკლამო კამპანია გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც მონაწილეობს.
კამპანია კელვინ კლაინის მინიმალისტურ და თანამედროვე ხასიათს იდეალურად წარმოაჩენს. შავ-თეთრი ენერგიული კადრები ნოსტალგიურ განწყობას აღვივებს და ბრენდის 1990-იანი წლების საკულტო ეპოქას გვახსენებს.

კამპანია გადაიღო ცნობილმა ბრიტანელმა ფოტოგრაფმა Alasdair McLellan-მა, კრეატიული დირექტორი გახლავთ – Ben Keren, მოდელების სრული შემადგენლობა კი ასეთია: Mathilda Gvarliani, Abby Champion, Blesnya Minher, Cedric Sanvee, Cheikh Dia, Finley Prentice, Kit Butler, Noor Mutsaers, Troy Untalan, Yenni Schwan.