Angelica Cheung, ჩინური ვოგის მთავარი რედაქტორი, თანამდებობას ტოვებს.

სიახლე მოულოდნელად გავრცელდა. ჩეუნგი მოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის ყველაზე გავლენიან ჟურნალს 16 წელი ხელმძღვანელობდა. Vogue China-სთვის დამფუძნებელი რედაქტორის თანამდებობიდან წასვლა მნიშვნელოვანი თავის დახურვის ტოლფასია.

Conde Nast, ჟურნალ ვოგის გამომცემელი, Angelica Cheung -ს ჩინელი ერის და მოდის დიდებულ წარმდგენად მოიხსენიებს. როგორც ცნობილია ჩეუნგი Vogue -ში 8 დეკემბრის ჩათვლით იმუშავებს. რაც შეეხება, Vogue China -ს მომავალ მთავარ რედაქტორს, Conde Nast- ში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

Angelica Cheung

Jessica Lomax კელვინ კლაინის მთავარ დიზაინერად დასახელდა.

ჯესიკა აღნიშნულ თანამდებობას 9 დეკემბერს დაიკავებს. ის პასუხისმგებელი იქნება კელვინ კლაინის შემოქმედებით ხედვაზე, კოლექციებზე და ზოგად სტრატეგიაზე ბრენდის ყველა ხაზის მიმართულებით. ბელგიელი დიზაინერის, რაფ სიმონსის სკანდალური თანამშრომლობის შემდეგ, ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც Calvin Klein მთავარ დიზაინერს ასახელებს.

სიახლეს მხოლოდ ეს ფაქტი არ ხდის განსაკუთრებულს. ჯესიკა კელვინ კლაინს NIKE – დან შეუერთდება. ის ნაიკის უფროსი კრეატიული დირექტორია. მის პორტფოლიოში იხილავთ არა ერთ გახმაურებულ კოლაბორაციას, ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Sacai, Puma, Hussein Chalayan.

Jessica Lomax

საფრანგეთის მოდის საბჭომ მომავალი მოდის კვირეულების განრიგი დაადასტურა.

მამაკაცის და ოტ კუტიურ კოლექციებს ბრენდები 2021 წლის დასაწყისში წარადგენენ:

მამაკაცის ხაზის კოლექციების ჩვენებები: 19 – 24 იანვარი
ოტ კუტიური ქალის კოლექციების ჩვენებები: 25 – 28 იანვარი