ახლა ადამ დრაივერი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვადი ვარსკვლავია. ოსკარზე ნომინირებული მსახიობი მოდის ინდუსტრიაშიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც – რიდლი სკოტის ახალ ფილმში, მაურიციო გუჩის როლზე დამტკიცდა. 28 ივლისს ადამმა კიდევ ერთხელ მიიქცია საზოგადოების ყურადღება, როდესაც Burberry -ის მამაკაცის სუნამოს, Hero -ს მთავარ სახედ მოგვევლინა.

გარდა იმისა, რომ Hero გახლავთ რიკარდო ტიშის პირველი სუნამო Burberry -ის შემოქმედებითი დირექტორის ამპლუაში, რეკლამა, თავისი კონცეფციით და ვიზუალური მახასიათებლებით, განსხვავებულ, მათ შორის სახალისო რეაქციებსაც იწვევს.

ვიდეო რგოლის პირველ ნაწილში, ვხედავთ მშვენიერ სანაპიროს, ოკეანეს, სიძლიერესთან და სილამაზესთან ასოცირებულ ცხოველს და მომენტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ვარსკვლავს, რომელიც ცხენთან ერთად, წელს ზემოთ შიშველი შესცურავს წყალში. ერთი შეხედვით, ეს ძვირადღირებული პერფიუმის ტრადიციულად და სტანდარტულად გააზრებული რეკლამაა, თუმცა დაბნეულობას იწვევს დასასრული, როდესაც ცხოველი და ადამიანი ერწყმიან და ადამ დრაივერი ხდება კენტავრი.

“სუნამოს შექმნა ძალიან პირადული და იდუმალი პროცესია, რაც განსაკუთრებით ვიგრძენი, როდესაც Burberry Hero-ზე ვმუშაობდი, რადგან ეს ჩემი პირველი სურნელია ბრენდში. მინდოდა Burberry Hero-ს მოკლედ გადმოეცა, რას ნიშნავს თანამედროვე მასკულინიზმი, შეეგრძნო თავდაპირველი არსი ადამიანური და ცხოველური ინსტიქტების, შეხებოდა ისეთ საკითხს, როგორიცაა გაორება სიძლიერეს და გრძნობიერებას შორის”.

-რიკარდო ტიში.

ფანენის სახალისო რეაქციები