ფრანგულმა ბრენდმა კეი-პოპის ვარსკვლავი ახალ გლობალურ ელჩად მიმდინარე წლის მარტში დაასახელა. 2021 წლის დასაწყისში, ლუი ვიტონმა BTS-ის კოლექტივი წარადგინა გლობალურ ელჩებად. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დიდმა ფრანგულმა ბრენდმა სახედ მთლიანი ჯგუფი აიყვანა, თუმცა მას შემდეგ, ბრენდსა და პოპულარულ ჯგუფს შორის თანამშრომლობის ვადა ამოიწურა. კონტრაქტის განახლებისას კი, მოდის სახლმა სახედ ერთ-ერთი წევრი J-Hope წარადგინა.
Global Recording Artist Chart-ის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ შემსრულებლებსა თუ ბენდებს შორის, BTS-ი მეორე ადგილზეა. ამავე სიაში ტოპ სამეულში ბენდი უკვე სამი წელია ზედიზედ ხვდება. ლუი ვიტონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ბრენდის წარმომადგენლობა BTS-ს “21-ე საუკუნის პოპ ხატებს” უწოდებს და ამატებს, რომ J-Hope-ს “ბრენდში შარმი და სტილი შემოაქვს, რომელიც მოდის სახლს ახალ ეტაპზე გადაიყვანს.”
ბრენდისთვის პირველ სოლო კამპანიაში J-Hope შემოსილია მეტწილად ნაცრისფერი სამოსით. სარეკლამო ფოტოებში აქცენტი გაკეთებულია ბრენდის პორტფოლიოში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად Keepall მოდელის ჩანთაზე.
იხილეთ: