1990-იანი წლებიდან მოყოლებული, კელვინ კლეინის სარეკლამო კამპანიები მუდმივად ხდებოდა კამათის საგანი. ბრენდის ესთეტიკაში სექსუალურობა, ხშირად, ზედმეტად სტერეოტიპული და გამომწვევიც, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. თუმცა ამჯერად, დიდი ბრიტანეთის რეკლამების ზედამხედველთა კომისიამ ჩათვალა, რომ მოდის სახლი ზედმეტად ზერელედ მიუდგა ქალის იმიჯის წარმოდგენას.
საქმე ეხება კელვინ კლეინის სარეკლამო კამპანიას, რომელშიც ბრიტანელი მუსიკოსი, FKA twigs ნახევრად შიშველი პოზირებს.

ფოტოს გავრცელების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის რეკლამების ზედამხედველთა კომისიაში ორი საჩივარი შევიდა. საჩივრების განხილვის შედეგად, კომისია დაეთანხმა მოსაზრებას, რომ „სურათის კომპოზიცია მაყურებლის ფოკუსირებას ახდენს მოდელის სხეულზე და არა რეკლამირებულ ტანსაცმელზე“ და რომ „კამპანია წარმოაჩენს მოდელს, როგორც სტერეოტიპულ სექსუალურ ობიექტს“.
კომისიამ რეკლამა დაახასიათა, როგორც “უპასუხისმგებლო”. მათ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რეკლამა, რომელიც პირველად, 2023 წლის აპრილში ვიხილეთ, აღარ უნდა იყოს წარმოდგენილი საჯარო სივრცეები.
Calvin Klein-ის წარმომადგენლებმა დაიცვეს ახალი კამპანია და აღნიშნეს, რომ რეკლამა, FKA twigs-ის მონაწილეობით, „არ იყო ვულგარული“, არამედ იყო “ბუნებრივი და ნეიტრალური”.