მოულოდნელ სიახლეს ადასტურებს იტალიური ბრენდის მფლობელი კომპანია Kering. დანიელ ლი Bottega Veneta -ს შემოქმედებით დირექტორად 2018 წელს დასახელდა. 3 წელიწადში, ინგლისელი დიზაინერის ხელმძღვანელობით, Bottega Veneta ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ბრენდად იქცა. “ჩუმი რევოლუცია” დანიელმა უმარტივესად დაიწყო – თეთრი მაისურით, თრენჩითა და 80-იანი წლების “ლორენის” ჩანთით. 

2019 წელს, დანიელმა ბრიტანული მოდის დაჯილდოებაზე 4 ნომინაციაში გაიმარჯვა, “წლის დიზაინერი”, “წლის ბრიტანელი დიზაინერი”, “წლის ბრენდი” და “წლის აქსესუარების დიზაინერი”. Bottega Veneta-ში ლის კოლექციები კომერციულად წარმატებული და კრიტიკოსების მიერ საერთაშორისოდ აღიარებული იყო, გამომდინარე აქედან, დღეს გავრცელებულ სიახლეს არავინ ელოდა.

ჯერჯერობით დამატებითი დეტალები უცნობია.