რამდენიმე წუთის წინ დადასტურდა, რომ ხმები ბარბერიში შემოქმედებითი დირექტორის ცვლილებაზე სიმართლეა – რიკარდო ტიშის დანიელ ლი შეცვლის. დანიელი ბარბერის გუნდს 3 ოქტომბრიდან შეუერთდება. რიკარდო კი, თანამდებობას 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის შოუს წარდგენიდან მხოლოდ 2 დღეში ტოვებს.

შეგახსენებთ, რომ დანიელი 2018 – 2021 წლებში ბოტეგა ვენეტას შემოქმედებითი ხელმძღვანელი იყო. სწორედ ამ 3 წლიანმა მმართველობამ მოუტანა მას აღიარება თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში. ახალგაზრდა დიზაინერის ხელმძღვანელობით, იტალიური ბრენდი ხელახლა გახდა მაღალი მოდის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მოვლენა.

Tags :