Bottega Veneta-ს ჩანთები რომ გულგრილს არავის ტოვებს, ამის შესახებ მოდის წრეებში ხშირად საუბრობენ. საკმარისია თვალი მიადევნოთ მოდის კვირეულების ქუჩის სტილს, პოპულარული ინფლუენსერების სოციალურ ქსელებს, ძვირადღირებული სავაჭრო ცენტრების ვიტრინებს, შეამჩნევთ, რომ თუ თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში არსებობს ერთი ბრენდი, რომელიც სეზონიდან სეზონზე, ქმნის მაღალი ხარისხის ტრენდულ აქსესუარს, ეს სწორედ ბოთეგა ვენეტაა.
ახალი ინიციატივიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბრენდის აქსესუარებზე მოთხოვნა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. საქმე იმაშია, რომ 2022 წლის ნოემბრიდან, Bottega Veneta-ში ახალი პროგრამა ”Certificate of Craft” ამოქმედდება.
ბრენდი ვალდებულებას იღებს, რომ დაზიანების შემთხვევაში, აღადგინოს და განაახლოს ნებისმიერი მოდელის ჩანთა.
როგორც Bottega Veneta-ში განმარტავენ, ბრენდის მაღალი ხარისხი სამუდამო გარანტიას თავისთავად იძლევა, თუმცა შემთხვევებისგან დაზღველი არავინ არის. სწორედ ამიტომ, იტალიური მოდის სახლი თავის მომხმარებელს აღდგენისა და განახლების პრემიუმ სერვისსაც შესთავაზებს.