ამერიკელი ვარსკვლავი, Beyoncé ახალი მსოფლიო ტურის ფარგლებში, ევროპის 10 ქვეყანას ეწვია და ჯამში 21 კონცერტი გამართა. გამხსნელი შოუ შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში 10 მაისს გაიმართა, დახურვა კი, 28 ივნისს პოლონეთში, ვარშავაში შედგა.

ამერიკული გამოცემა Billboard ადასტურებს, რომ ევროპაში ტურნეს შემოსავალი 154.4 მილიონი დოლარი იყო, გაიყიდა მილიონი ბილეთი. ეს შედეგი Renaissance World Tour-ს ბიონსეს კარიერაში, ყველაზე წარმატებულს ხდის. 2016 წელს, ბიონსეს Formation World Tour -ის ევროპულმა შემოსავალმა 87 მილიონი დოლარი შეადგინა.

წყარო: Billboard

Renaissance -ის მუსიკალური ტური ევროპის შემდეგ, აშშ-სა და კანადაში გაგრძელდება, სადაც დაგეგმილია 36 შოუ. გამხსნელი კონცერტები 7-8 ივლისს, ტორონტოში გაიმართება. თუ ვარსკვლავის ტური იგივე წარმატებით გაგრძელდა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინეტზე, 36 შოუზე, ბიონსე კიდევ 1.8 მილიონ ბილეთს გაყიდის, რაც ტურს დამატებით 264 მილიონ დოლარს მოუტანს.