ვარსკვლავურმა წყვილი მალიბუში მდებარე ცნობილი სახლის ახალი მფლობელია. სახლი კალიფორნიის შტატში ყველაზე ძვირადღირებულის სტატუსით სარგებლობდა და მისი შეძენა ბიონსეს და ჯეი ზის 200 მილიონი დოლარი დაუჯდათ. სახელგათქმული იაპონელი არქიტექტორის, ტადაო ანდოს პროექტი მინიმალისტური შედევრია და მიუხედავად რეკორდული თანხისა, როგორც ამერიკული გამოცემები აღნიშნავენ, გარიგება ვარსკვლავური წყვილისთვის საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა, რადგან თავდაპირველად, სახლის ღირებულება 250 მილიონ დოლარსაც აჭარბებდა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მასშტაბით ტადაო ანდოს მიერ შექმნილი სახლები საკმაოდ იშვიათობაა, მაგრამ ბიონსე და ჯეი ზი იაპონელი არქიტექტორის ერთადერთი ცნობილი კლიენტები არ არიან. ამჟამად, ტადაო ანდო მალიბუში ქანიე ვესტის სახლზეც მუშაობს.
ბიონსეს და ჯეი ზის მიერ ახლადშეძენილი სახლი კალიფორნიაში






(c) TMZ