ფრანგული მოდის სახლის ახალი კამპანია სამ ცნობილ ქალს და ბრენდის საკულტო აქსესუარს აერთიანებს. მსახიობები ნაომი უოტსი, იზაბელ იუპერი და ბრენდის ყველაზე ცნობილი სახე – კიმ კარდაშიანი, ახალ კამპანიაში, Balenciaga Rodeo Bag -ს უწევენ რეკლამას. კამპანია ფოტოგრაფ Nadav Kander-ის გადაღებულია და მას ბრენდმა ”The Characters Campaign” პერსონაჟების კამპანია უწოდა.

როგორც უკვე ითქვა, კიმ კარდაშიანი და იზაბელ იუპერი ბრენდთან ხშირად თანამშრომლობენ, მათ მონაწილეობა მიუღიათ არა მხოლოდ სარეკლამო კამპანიებში, არამედ ჩვენებებზე – მოდელის ამპლუაში. რაც შეეხება ნაომი უოტსს, მსახიობისთვის ეს Balenciaga -ს პირველი კამპანიაა.