ქალაქ მუმბაიში ფრანგული მოდის სახლის მაღაზია გაიხსნა. 12 მილიონზე მეტი მაცხოვრებლით, მუმბაი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ხოლო ინდოეთის ყველაზე მჭიდროს დასახლებული ქალაქია. Balenciaga-ს მაღაზიას მუმბაიში Jio World Plaza-ში ნახავთ, სადაც წარმოდგენილი იქნება, როგორც ქალის, აგრეთვე მამაკაცის ტანსაცმლი, ფეხსაცმელი და აქსესუარები, მათ შორის ჩანთები და სამკაულები.

Jio World Plaza ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი საშოპინგო სივრცეა ინდოეთში. Balenciaga-სთან ერთად, ლოკაცია თავს უყრის ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Burberry, Bottega Veneta, Louis Vuitton, Dior, Jimmy Choo და ა.შ.

რაც შეეხება Balenciaga-ს, სიახლე იმის შესახებ, რომ ბრენდი იდნოეთის ბაზარზე აპირებდა შესვლას, გასულ წელს გავრცელდა. 2022 წლის აგვისტოში, Reliance Brands Limited-მა განაცხადა, რომ ფრანგულ ბრენდთან შეთანხმება მიღწეული იყო და ძალიან მალე, ბალენსიაგას კოლექციები ინდოეთშიც გაიყიდებოდა. ცნობილია, რომ ხანგრძლივი კონტრაქტი მოიცავს ერთ პუნქტს, რომლის მიხედვით, RBL ინდოეთში ბალენსიაგას ერთადერთი ოფიციალური პარტნიორი იქნება.

Balenciaga-ს მაღაზიის ინტერიერი მუმბაიში, რომელიც ბრენდისთვის კარგად ნაცნობი დიზაინით ხასიათდება.

Reliance Brands Limited 2007 წელს დაარსდა და დღეისათვის ინდოეთში 821-ზე მეტი ფიზიკური მაღაზიითაა წარმოდგენილი.

ბალენსიაგა Kering-ის მეორე ბრენდი გახდება, რომელიც ინდოეთში სწორედ RBL-თან თანამშრომლობით გაიყიდება, პირველი Bottega Venetta გახლავთ.