ფრანგული მოდის სახლი 2025 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენებითვის ემზადება. შოუ 30 მაისს იგეგმება. ამჯერად, ლოკაციად არა პარიზი, არამედ ჩინეთის უდიდესი ქალაქი – შანხაი შეირჩა.
ბრენდი, რომელსაც ქართველი დიზაინერი, დემნა ხელმძღვანელობს, ბოლო დღეების განმავლობაში ახალი კოლექციიდან ექსკლუზიურ კადრებს ავრცელებს. ჯერ ვიხილეთ ე.წ. Giant Bootie, ახლა კი, მოდის სახლი კიდევ ერთ ფეხსაცმელს გვთავაზობს.
Platform Sneaker – ასე ჰქვია Balenciaga-ს ახალ სპორტულ ფეხსაცმელს, რომელსაც ბრენდის ოფიციალურ ინსტაგრამზე უკვე 100,000-ზე მეტი მოწონება აქვს.
Balenciaga -ს ახალი კოლექციის სრულად სანახავად თვალი ადევნეთ ოფიციალურ გვერდებს, როგორებიცაა: Balenciaga, Kering და Demnagram.