Balenciaga-მ ახალი ფეხსაცმელი წარადგინა. Giant Bootie – ასე ჰქვია მოდელს, რომელიც დიდი ზომის პლატფორმით გამოირჩევა. ტყავის ჩექმის ძირის სიმაღლე 18 სანტიმეტრია. მოდელი ბრენდის 2025 წლის გაზაფხულის კოლექციას განეკუთვნება.

დემნას შემოქმედებითი ხელმძღვანელობით 2025 წლის გაზაფხულის კოლექციას დემნა 30 მაისს შანხაიში აჩვენებს. ბრენდის ბოლო შოუ შანხაიში 2021 წლის შემოდგომაზე შედგა.