კრუიზული კოლექციების სეზონის დასასრულს, დემნამ ბალენსიაგას 2024 წლის ზაფხულის კოლექცია წარადგინა. მოგეხსენებათ, რომ წელიწადის 4 სეზონი მოდის სამყაროში ორადაა გაყოფილი: გაზაფხული/ზაფხული და შემოდგომა/ზამთარი. ორ სეზონს შორის არსებული დიდი შუალედის შესავსებად კი, შექმნილია კიდევ ერთი სეგმენტი, რომელსაც მოდაში Pre-fall და Resort/Cruise კოლექციებს ვუწოდებთ.
კრუიზული შოუები ტრადიციულად მაისის თვეში იმართება. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი დიზაინერი კოლექციების დასახელებისას თავს იკავებს გამოიყენოს ზემოხსენებული ტერმინები, მაისში წარმოდგენილი კოლექციის ფუნქცია იგივეა, რაც ტრადიციული Pre-fall და Resort/Cruise კოლექციების.
გასული წლისგან განსხვავებით, წელს, ბალენსიაგამ კოლექციის წარსადგენად ციფრული ფორმატი ამჯობინა და 5 წუთიანი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც მოქმედება პარიზში,ბალენსიაგას ისტორიული ატელიეს მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება.
კოლექციის სანახავად მიჰყევით ლინკს – Vogue.com/Balenciaga Resort 2024.