ცოტა ხნის წინ გავრცელდა სიახლე, რომ ბალენსიაგამ Twitter-ის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელი ილონ მასკა შეიძინა, ტვიტერის სამომავლო ხედვა გაურკვეველი გახდა. მასკის დაანონსებულ სიახლეებს ბევრი კრიტიკით შეხვდა, თუმცა ჯერ-ჯერობით ბალენსიაგა პირველი დიდი მოდის სახლია, რომელმაც ანგარიშის დახურვის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

BOF

აღსანიშნავია, რომ ფრანგული ბრენდი ტვიტერზე საკმაოდ პოპულარული იყო. დემნას დიზაინით შექმნილი კოლექციები ხშირად ექცეოდა წამყვან ტრენდებში.