ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და ჩინეთის შემდეგ, ბალენსიაგას მორიგი უზარმაზარი ბაზარი აქვს აღმოსაჩენი.

მომენტის ყველაზე განხილვადი ბრენდი ინდოეთის ბაზარს უერთდება. ცოტა ხნის წინ, Reliance Brands Limited-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ფრანგულ ბრენდთან შეთანხმება მიღწეულია და ძალიან მალე, ბალენსიაგას კოლექციები ინდოეთშიც გაიყიდება. ხანგრძლივი კონტრაქტი მოიცავს ერთ პუნქტს, რომლის მიხედვით, RBL ინდოეთში ბალენსიაგას ერთადერთი ოფიციალური პარტნიორი იქნება.

ბალენსიაგას 2021 წლის სარეკლამო კამპანია

Reliance Brands Limited 2007 წელს დაარსდა და დღეისათვის ინდოეთში 821-ზე მეტი ფიზიკური მაღაზიითაა წარმოდგენილი.

ბალენსიაგა Kering-ის მეორე ბრენდი გახდება, რომელიც ინდოეთში სწორედ RBL-თან თანამშრომლობით გაიყიდება, პირველი Bottega Venetta გახლავთ.