The Super Models – ასე ქვია Apple TV-ის ახალ დოკუმენტურ ნამუშევარს, რომელიც 1990-იანი წლების 4 დიდებული მოდელის შესახებ გვიყვება. ლინდა ევანგელისტა, ნაომი ქემბელი, სინდი კროუფორდი და კრისტი ტარლინგტონი მოდის ინდუსტრიაში 1980-იანი წლების მიწურულს გამოჩნდნენ და სამოდელო სფერო სამუდამოდ შეცვალეს. 4 ნაწილისაგან შემდგარ დოკუმენტურში, ლეგენდარული სუპერმოდელები განვლილი გზის შესახებ თავად მოგვითხრობენ.
The Supermodels-ის პრემიერა Apple TV-ზე 20 სექტემბერს შედგება. მანამდე იხილეთ ტრეილერი: