Reuters, Bloomberg, WWD და სხვა გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები ავრცელებენ დიდ სიახლეს მოდის ბიზნესში – ბერნარ არნოს უფროსი ვაჟი, 45 წლის ანტუან არნო Christian Dior SE-ს აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.

Christian Dior SE ფლობს LVMH-ის 42%-იან წილს და აქვს კონგლომერატის მმართველობით საბჭოში საკონტროლო 59%-იანი ხმის უფლება.

LVMH-ში არნოების ოჯახის კონტროლის გასამყარებლად რეორგანიზაცია მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო. რეორგანიზაციის ინიციატორი კომპანიის პრეზიდენტი ბერნარ არნოა. ფრანგმა მილიარდერმა გადაწყვიტა, რომ შეცვალოს მოდის უდიდესი კონგლომერატის წყობა იმისათვის, რომ თავისმა ოჯახმა ხანგრძლივად შეინარჩუნოს LVMH-ის მართვის სადავეები. აღსანიშნავია, რომ არნოს ხუთივე შვილი დასაქმებულია LVMH-ში.

ანტუან არნო

გასული ათწლეულის განმავლობაში, ანტუან არნო ხელმძღვანელობდა ტყავის ნაწარმით სახელგანთქმულ მამაკაცის სამოსის ბრენდს – Berluti-ის. ანტუანი, Christian Dior SE-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე, ლეგენდარულ სიდნი ტოლედანოს შეცვლის. ტოლედანო კი, 2023 წლიდან საფრანგეთის ოტ-კუტიურ მოდის პალატის პრეზიდენტად განაგრძობს მოღვაწეობას.