სილამაზის ინდუსტრია მსოფლიოში დღითიდღე მეტად გავლენიანი ხდება. სოციალურმა ქსელებმა, ინფლუენსერმა Makeup არტისტებმა, თუ კოსმეტიკური პროდუქტების მიმომხილველმა იუთუბერებმა, ეს მიმართულება კიდევ უფრო პოპულარული გახადა. დღეს, უკვე არაერთ ცნობილ ადამიანს აქვს სილამაზის და თავის მოვლის პროდუქტების საკუთარი ხაზი – ამის მაგალითად, საკმარისია გავიხსენოთ რიანას Fenty Beauty. როგორც აღმოჩნდა, მალე ქართულ ბაზარზეც გაჩნდება დეკორატიული კოსმეტიკის ახალი ბრენდი და რაც უფრო საინტერესოა, ამ ყველაფრის უკან ანუკი არეშიძე დგას. დიზაინერმა ინსტაგრამზე – ANOUKIBEAUTY დააანონსა.
ბრენდთან დაკავშირებული დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ანუკი არეშიძე ერთ-ერთი ის ადამიანია, რომელმაც კარგად იცის თანამედროვე ტენდენციები და ასევე კარგად იცის, რა ფორმით მიიტანოს ეს სიახლე თანამედროვე მომხმარებლამდე. აქედანვე შეგვიძლია ვივარაუდოთ ANOUKI BEAUTY-ის წარმატებაც – ამის ერთ-ერთი გარანტი კი, თავად ანუკის დიდი გავლენაა სოციალურ ქსელში. საონტერესოა რა პროდუქტებს შემოგვთავაზებს ANOUKI BEAUTY, თუმცა, ის ფაქტი, რომ ქართულ რეალობაში კოსმეტიკის ახალი ბრენდი ჩნდება, უკვე საინტერესო სიახლეა. ეს შესაძლოა ქართული Beauty ინდუსტრიის საინტერესო დასაწყისიც გახდეს.