22 აპრილს, Design Institute-ის ორგანიზებით ყოფილ მოდის ჟურნალისტთან, ალექსანდრა სენესთან ღია შეხვედრა გაიმართება. ალექსანდრა სენესის, როგორც მოდის და lifestyle ჟურნალისტის კარიერა უკავშირდება ისეთ მედია გამოცემებთან ურთიერთობას, როგორებიც არის: Elle, jealous, Harper’s Bazaar, Le Monde, Beaux arts, new Economist. მისი ჟურნალისტური მოღვაწეობა მოიცავს ავტორის, რედაქტორის და პროდიუსერის პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას. ალექსანდრა ასევე არის რამდენიმე წიგნის ავტორიც.

რამდენიმე წლის წინ ალექსანდრა სენესმა დააფუძნა პლატფორმა Kilometre.Paris, რომელიც მოგზაურობის, მოდის და ხელოვნების კავშირის იდეაზეა დაფუძნებული. ექსანდრა მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და და ტრადიციული დარგების, უმთავრესად ნაქარგობების გამოყენებით, ქმნის ორიგინალურ ე.წ. კაპსულა კოლექციებს თითოეული ქვეყნისათვის. ამ ფორმით ის ქვეყნებისადმი საერთაშორისო ტურისტული ინტერესის გამოწვევას ცდილობს. ამ კოლექციებს მუდმივად თან ახლავს მასალა, რომელიც კონკრეტული ქვეყნის, ქალაქის და კულტურის შესახებ ისტორიას ჰყვება.

ალექსანდრას თან ახლავს მისი ფოტოგრაფი ჟული ანსიუ (Julie Ansiau), ასევე ორი დიზაინერი და მხატვარი, რომლებთანაც კოლექციების შექმნაზე ითანამშრომლებს.

შეხვედრა ჩატარდება Design Institute-ის სივრცეში, რომელიც დიმიტრი უზნაძის 82 ნომერში მდებარეობს. შეხვედრაზევე დასწრება თავისუფალია.

დეტალებისათვის ეწვიეთ ბმულს.