მიუხედავად იმისა, რომ გასულ საუკუნეში, განსაკუთრებით კი, 80-იან წლებში, აზადინ ალაია ვარსკვლავების რჩეული დიზაინერი იყო და მას არა მხოლოდ პროფესიული, არამედ მეგობრული ურთიერთობაც აკავშირებდა პოპ-კულტურის ისეთ რევოლუციონერ ფიგურებთან, როგორებიც არიან მადონა და ტინა ტერნერი, დროთა განმავლობაში, ბრენდი ALAÏA უფრო სამუზეუმო მოდის სახლი გახდა, ვიდრე ტარებადი.

ეს ტენდენცია 21-ე საუკუნის დაწყებასთან ერთად, კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა. ორი წლის წინ, როდესაც ბრენდის შემოქმედებით დირექტორად, ბელგიელი დიზაინერი, პიტერ მიულე დაინიშნა, მან თავის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ალაიას მოდისა და პოპ-კულტურის ცენტრში დაბრუნება დაისახა. ამბიციური მიზნის მისაღწევად ბელგიელ დიზაინერს ჯერ კვლავ დიდი გზა აქვს გასავლელი, თუმცა ბოლოდროინდელი სიახლეები პიტერის ხედვას უფრო სარწმუნოს ხდის. იქნება ეს რიანას ტრიუმფალური გამოსვლა Superbowl-ზე, თუ მარგო რობი Vanity Fair-ის გარეკანზე, ერთი რამ ცხადია – ALAÏA ვარსკვლავებისთვის სასურველ ბრენდად კიდევ ერთხელ იქცა.

1/7 – რიანა

2/7 – მარგო რობი

3/7 – იმანი

4/7 – როუზი ჰანგთინტონ უაითლი

5/7 – ენ ჰეტევეი

6/7 – კაილი ჯენერი

7/7 – ემა კორინი