
ამერიკულმა ბრენდმა სიახლე ცოტა ხნის წინ გაავრცელა – ბრაზილიელი სუპერმოდელი, ადრიანა ლიმა Victoria’s Secret-ის სუნამო Heavenly-ს ახალი სახეა.
ადრიანა ლიმამ ბრენდთან თანამშრომლობა 1998 წელს დაიწყო, 1999 წელს, იგი პირველად გამოვიდა Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე და გააფორმა ე.წ. ანგელოზის კონტრაქტი. ლიმა ისტორიაში შევიდა, როგორც Victoria’s Secret-ის ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი ანგელოზი. ”ძალიან აღელვებული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვმუშაობ ვიქტორია სეკრეტთან, ეს ბრენდი ჩემთვის ყოველთვის ოჯახივით იყო,” – ამბობს სუპერმოდელი.
ახალი კამპანია ნორვეგიელმა ფოტოგრაფმა Sølve Sundsbø-მ გადაიღო.

