გერმანული ბრენდი რუსეთში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მას შემდეგ, რაც რუსეთის ბაზარზე ადიდასის ყველა მაღაზია დაიხურება, ბრენდი წელიწადში 250 მილიონ ევროს დაკარგავს. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბაზრის დატოვების პარალელურად, ადიდასმა ჩინეთში ბიზნესის ახალი გენერალური დირექტორი, ადრიან სუ დაასახელა. Adidas რუსეთიდან მიღებული დანაკარგის ანაზღაურებას სწორედ ჩინეთის უზარმაზარი ბაზრიდან გეგმავს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საერთაშორისო მედიაში ყოველდღიურად ვრცელდება სიახლეები, რომელიც რუსეთის ბაზრიდან ცნობილი ბრენდების გასვლის შესახებ იუწყება. რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, ქვეყანა დატოვეს ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, მოდის სახლებმა, ტანსაცმლის მასობრივი წარმოების ბრენდებმა, ავტომწარმოებლებმა და ასე შემდეგ.