სპორტული ტანისამოსისა და აქსესუარების კომპანიამ გამოძიების დაწყება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გასულ კვირას გამოცემა Rolling Stones-მა სკანდალური სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში საუბარია რეპერის შეუფერებელ საქციელებზე ადიდასის თანამშრომლებთან მიმართებით. კერძოდ, როგორც Adidas-ის თანამშრომლების ნაწილმა, რომლებიც ვესტთან ერთად Yeezy-ის პროექტზე მუშაობდნენ, განაცხადეს, ვესტი მათ კიმ კარდაშიანის პირად ინტიმურ ფოტოებსა და ვიდეოებს აჩვენებდა.
Adidas -ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად გარკვეული არ არის შეესაბამება თუ არა ქანიეს მიმართ გაჟღერებული ბრალდებები სიმართლეს, მაგრამ გავრცელებულ ხმებს სერიოზულად ეკიდებიან, სწორედ ამიტომ, საჭირო გახდა დამოუკიდებელი გამოძიების დაწყება.
აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში, ადიდასმა ქანიე ვესტთან მრავალ-მილიარდიანი თანამშრომლობა დაასრულა. გადაწყვეტილებამ ორივე მხარის ფინანსურ ინტერესებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.