
გასული წლის ნოემბრიდან, ბრიტანელი ვარსკვლავი, ადელი მსმენელს ლას ვეგასში ლაივ წარმოდგენებით ანებივრებს. ბუნებრივია, რომ ამ დროის განმავლობაში,მუსიკოსმა არაერთი გამორჩეული მოდური მომენტი შექმნა. საკმარისია გავიხსენოთ ჰარის რიდის სადებიუტო კოსტიუმი Nina Ricci-სათვის, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა.
ამჯერად, ადელი ახალ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც მას მეტად რომანტიკული და გლამურული კაბა ამშვენებს. კაბის დიზაინერი წარმოშობით ქართველი, ლონდონში მოღვაწე დიზაინერი, დავით კომახიძეა.
აქვე შეგახსენებთ, რომ დავით კომახიძემ ახალი 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია ლონდონში, 18 თებერვალს წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა დიზაინერმა შთაგონებად მარლენ დიტრიხის ანდროგინული მკაცრი სტილი დაასახელა, ჩვენებას მბზინავი თვლებისა და ფემინური სილუეტების გარეშე მაინც არ ჩაუვლია.