ვოგის ვეტერანი ჟურნალისტი და კრიტიკოსი, სუზი მენქესი ვოგის საერთაშორისო რედაქტორის თანამდებობას ტოვებს. მოდის ჟურნალისტიკის ლეგენდამ სიახლე დღეს გაავრცელა. სუზის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ვოგის გამომცემლის, ქონდე ნასტის ოფიციალურ საიტზეც გამოქვეყნდა.

ბრიტანელი ჟურნალისტი მოდის კრიტიკოსებს შორის ვეტერანად იწოდება, რადგან ის თითქმის არც ერთ მნიშვნელოვან ჩვენებას არ გამოკლებია, რომელიც უახლოეს 50 წელში გაიმართა. მან განათლება კემბრიჯის კოლეჯში მიიღო, სადაც ისტორიაში ჩაეწერა, როგორც კოლეჯის ჟურნალის პირველი ქალი რედაქტორი.

Suzy Menkes

ვოგში კარიერის დაწყებამდე, სუზი 25 წლის განმავლობაში International Herald Tribune-თან (დღევანდელი ნიუ-იორკ თაიმსი) თანამშრომლობდა და ჟურნალში მოდის კრიტიკოსის პოზიციას იკავებდა. 24 წლის ასაკში მენქესი London Evening Standard-ში მუშაობდა, რომლის ხელმძღვანელიც ამერიკული ვოგის ამჟამინდელი რედაქტორის, ანა ვინტურის მამა, ჩარლზ ვინტური იყო.

2014 წელს ქონდე ნასთის თავმჯდომარემ სუზი ვოგის საერთაშორისო რედაქტორად და კრიტიკოსად დანიშნა. მისი სტატიები 15 ენაზე ითარგმნებოდა და ვოგის 21 გამოცემაში იბეჭდებოდა. გარდა ამისა, ის ხელმძღვანელობდა ვოგის გამომცემლობის, ქონდე ნასტის კონფერენციას, რომელიც გასული წლების მნიშვნელოვანი მოდური ღონისძიება გახდა, სადაც მოდის გლობალური ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერები იკრიბებოდნენ. გამომცემლობის ცნობით, წელს, კორონავირუსის პანდემიის და სუზის საერთაშორისო ვოგიდან წასვლის შემდეგ, Condé Nast Luxury Conference – ს გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს. სუზის პერსონას გამორჩეულს მისი ვარცხნილობაც ე.წ “Front Roll”-იც ხდის.