გასული ათწლეული საქართველოში მოდის ბიზნესის განვითარების მხრივ მნიშვნელოვანი დეკადა იყო. ეს შეეხო ყველა მიმართულებას, მათ შორის რითეილ სექტორს, რომლის ერთ-ერთი უპირობო ლიდერია „სინომი რითეილი“. Zara, Massimo Dutti, Mango, Stradivarius, Kiko Milano – ეს იმ ბრენდების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც საქართველოში „სინომი რითეილი“ წარადგენს, ჯამში, კომპანია მომხმარებლებს 19 გლობალურად მოთხოვნად ტანისამოსის, აქსესუარების, ფეხსაცმლის თუ კოსმეტიკის ბრენდს სთავაზობს. მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია მრავალფეროვნებით გამოირჩევა, არ აქვს მნიშვნელობა სეზონს და გარემოებას, რომლისთვისაც არჩევთ სტილს, „სენომი რითეილის“ ბრენდების არჩევანი იმდენად მრავალფეროვანი და გონივრულია, რომ თქვენთვის მოსახერხებელ ნივთს აუცილებლად ნახავთ.

განსაკუთრებით სასიხარული სიახლე გვაქვს ქალაქ ბათუმის მაცხოვრებლებისთვის და არა მხოლოდ. 6 ოქტომბრიდან ბათუმის ახალ სავაჭრო ცენტ „გრანდ მოლში“ Cenomi Retail 10 წამყვან, საერთაშორისო ბრენდს გახსნის, ჩამონათვალი შთამბეჭდავია: Zara, Massimo Dutti, Mango, OYSHO, Stradivarius, Kiko Milano, Sunglass Hut, Parfois, Aldo და Charles & Keith. დასავლეთ საქართველოში ეს საერთაშორისო ბრენდების ყველაზე მასშტაბური გაერთიანებაა, ერთდროულად და ერთ სივრცეში, რაც არა მხოლოდ რეგიონის ტურისტული ბიზნესის, არამედ, ზოგადად ეკონომიკის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. როგორც „სენომი რითეილის“ გენერალური დირექტორი, რევაზ მაღალაშვილი განმარტავს, დასავლეთ საქართველოში მომხმარებლების ინტერესი ხსენებული ბრენდების მიმართ ყოველთვის მაღალი იყო, „ეს განსაკუთრებით ჩანდა ონლაინ შეკვეთებში რომელთა ნახევარი სწორედ დასავლეთ საქართველოდან ხორციელდებოდა. მოხარულები ვართ, რომ ისეთი გამორჩეული ქალაქისთვის, როგორიც ბათუმია, შევარჩიეთ ჩვენი პორტფელის 10 საუკეთესო ბრენდი, სხვადასხვა მიმართულებიდან. ამიერიდან, დასავლეთ საქართველოს მაცხოვრებლებისთვის კიდევ უფრო მარტივი იქნება შეიძინონ, სამოსი, ფეხსაცმელები, აქსესუარები, თავის მოვლისა და კოსმეტიკური პროდუქტები წამყვანი საერთაშორისო ბრენდებისგან, ერთ სივრცეში.“ – აღნიშნავს იგი.
„სინომი რითეილმა“ ამჯერადაც განსაკუთრებული ყურადღებით შეარჩია ყველა ის ბრენდი, რომელიც უკვე ხვალიდან წარმოდგენილი იქნება ბათუმის „გრანდ მოლში“, რათა ყველანაირი გემოვნებისსა და საჭიროების მქონე მომხმარებელმა იპოვოს თავისთვის სასურველი ნივთი. ასე მაგალითად, Kiko Milano – ბიუჯეტური კოსმეტიკის #1 იტალიური ბრენდი, Sunglass Hut – მაღაზია, რომელიც მომხმარებელს ლუქს მარკის სათვალეებს სთავაზობს, Stradivarius – ყველასთვის საყვარელი ყოველდღიური სამოსის ხელმისაწვდომი მწარმოებელი, Massimo Dutti – კლასიკური იმიჯის და მინიმალისტური ესთეტიკის მოყვარულების რჩეული ბრენდი, OYSHO – სპორტული და აქტიური ცხოვრების წესის მიმდევრებისთვის, რომელიც ზამთრის სეზონზე ყოველთვის განსაკუთრებულ საკურორტო კოლექციებს გვთავაზობს და ა.შ. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სავაჭრო ცენტრ „გრანდ მოლში“ Cenomi Retail კავკასიის რეგიონში უდიდესი და განახლებული კონცეფციის „ზარას“ მაღაზიას ხსნის..
Zara თანამედროვე მოდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდია, პროფესიონალი დიზაინერებისა და სტილისტების ჩართულობით, კოლექციები დროსთან ერთად, უფრო დახვეწილი, მიმზიდველი და გემოვნებიანი ხდება. დღესდღეისობით, „ზარას“ რეკლამას უწევენ ინდუსტრიის წამყვანი სუპერმოდელები, როგორებიც არიან ქეით მოსი, ვიტორია ჩერეტი, კაია გერბერი და სხვები, მის ვიზუალურ იმიჯზე კი, ლეგენდარული ფოტოგრაფი, სტივენ მეისელი ზრუნავს. დღეისათვის ბრენდი 96 ქვეყანაში ოპერირებს და როგორც უკვე ითქვა, ხვალიდან, კავკასიის რეგიონში, უდიდესი Zara სწორედ საქართველოში, ქალაქ ბათუმში, სავაჭრო ცენტრ “გრანდ მოლში” განთავსდება.



Cenomi Retail საქართველოში 2012 წლიდან „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ სახელით ოპერირებდა, 2023 წლის თებერვალში, კომპანიამ რებრენდინგის შედეგად სახელი შეიცვალა და დაირქვა „სინომი რითეილი“. ამ ეტაპზე, Cenomi Retail თბილისში 60-ზე მეტ, ხოლო გლობალურად, კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.