ჩვენება პარიზის კინო სტუდია Cité du Cinéma – ში გაიმართა. სივრცე ლურჯად იყო მოწყობილი, როგორც ევროკავშირის სამიტი. ოფიციალურ განცხადებაში ეწერა, რომ კოლექციის პირველი ნაწილი ოფიციალური უნიფორმებით, პოლიტიკოსებით იყო შთაგონებული.



ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო ბალენსიაგას უახლესი ბოტასი – Tyrex. Triple S მოდელის დაუჯერებელი წარმატების შემდეგ, ბალენსიაგა მსოფლიოში სპორტული ფეხსაცმელების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი გახდა. ტაირექსი მესამე ბოტასია, რომელსაც ბალენსიაგას ჩვენებაში გამორჩეული როლი დაეთმო.

მოდელებს სახეზე არაორდინალური მაკიაჟი ჰქონდათ. ხელოვნური ყვრიმალები, ტუჩები და ასაკის მომატებაც კი. ბალენსიაგას პოდიუმზე სახის ფილტრის პროგრამა ცოცხლად ვიხილეთ.



91 ლუქიდან უმრავლესობას თან ჩანთა ახლდა. აქსესუარებად მასტერქარდის, ოფიციალურ სხდომებზე დასასწრები VIP ბარათები და აიფონებიც იყო წარმოდგენილი.




ჩვენებაზე მოდელების მრავალფეროვანი შემადგენლობა იყო: მსახიობები, მასწავლებლები, სუპერმოდელები და უბრალო ადამიანები. ყველაზე დიდი გაკვირვება 90-იანების ცნობილმა სუპერმოდელმა, ნადია აუერმანმა და მომენტის იტ გოგონამ, ბელა ჰადიდმა გამოიწვიეს.


კოლექციის ფინალურ ნაწილში სამეჯლისო, დიდი ფორმის საღამოს კაბები ვიხილეთ. ჩვენება ბალენსიაგას უცვლელმა სახემ, ელიზა დუგლასმა დახურა.

ვიდეო: ბალენსიაგა გაზაფხული/ზაფხული 2020