წელიწადის 4 სეზონი მოდის სამყაროში ორადაა გაყოფილი: გაზაფხული/ზაფხული და შემოდგომა/ზამთარი. ორ სეზონს შორის არსებული დიდი შუალედის შესავსებად შექმნილია კიდევ ერთი სეგმენტი, რომელსაც მოდაში Pre-fall და Resort, Cruise, Holiday კოლექციებს ვუწოდებთ. Resort და Cruise-ს შორის არსებითი განსხვავება არ არის, ამასთან, ეს იგივეა რაც Holiday კოლექცია. დიზაინერები თავად ირჩევენ სახელს, ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ რეზორტი და კრუიზი გათვლილია მათთვის, ვინც ზამთრის შვებულებას თბილ ქვეყნებში ატარებს.
Resort/Cruise/Holiday კოლექციებს ბრენდების უმრავლესობა კატალოგის სახით წარადგენს, თუმცა საერთაშორისოდ აღიარებული მოდის სახლების ნაწილი ჩვენებებთან ერთად სარეკლამო კამპანიებსაც გვთავაზობს. თვალი გადავავლოთ ტოპ 5 ცნობილი ბრენდის Resort, Holiday სარეკლამო კამპანიას 2020/21-ის სეზონზე.
ვერსაჩე ‘Holiday’ 2020
სახეები: Adut Akech, Evelina Lauren, Fien Kloos, Irina Shayk, Louis Baines, Mika Schneider / ფოტოგრაფი: Arnaud Lajeunie

შანელი ‘Cruise’ 2021
სახე: Lily-Rose Depp / ფოტოგრაფი: Karim Sadli

დიორი Resort 2021
სახეები: Selena Forrest, Maryel Uchida, Maty Fall, Sora Choi, Chai Maximus
ფოტოგრაფი: Lean Lui

მიუ მიუ ‘Resort’ 2021
სახეები: Kim Basinger, Chloe Sevigny, Storm Reid, Du Juan, Raffey Cassidy, Emma Corrin, Jordan Kristine Seamón / ფოტოგრაფები: Mert Alas & Marcus Piggott.

პრადა ‘Resort’ 2021
სახეები: Freja Beha Erichsen, Mao Xiaoxing, Maty Fall, Merlijne Schorren, Rudolfs Valbergs, ფოტოგრაფი: Steven Meisel.
