2020 წლის პირველი კვირა იწურება, თუმცა მსოფლიოში უკვე საკმარისად ბევრი რამ მოხდა, რაც განსახილველად ღირს. ტრადიციულად, ყოველი ახალი წლის შემდეგ, მოდის კვირეულები ლონდონში, მამაკაცის სამოსის ჩვენებებით იწყება. 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე, ბრიტანეთის დედაქალაქში კვირეული 4 იანვარს დაიწყო და 6 იანვარს დასრულდა.

მილანისგან და პარიზისგან განსხვავებით, ლონდონი ცნობილი ბრენდებით დატვირთული არ არის, რაც სოციალურ ქსელებში კვირეულის განხილვადობაზე აისახება, თუმცა ყოველ სეზონზე არსებობს რამდენიმე ახალგაზრდა, ან შემდგარი ბრენდი, რომლებიც პრესის და მყიდველების ინტერესს იწვევენ.

პიტი უემოში მონაწილეობის შემდეგ,2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე, ლონდონში მოდის ერთ-ერთი საყვარელი ახალგაზრდა დიზაინერი, გრეის უელს ბონერი დაბრუნდა. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ბრიტანეთის მოდის საბჭოს გრანტის მფლობელმა, ჩარლზს ჯეფრიმ. აღნიშვნას იმსახურებს მარტინ როუზიც. ეს უკანასკნელი მოდის 2019 წლის დაჯილდოებაზე ურბანული ბრენდის და წლის ბრიტანელი დიზაინერის კატეგორიებში იყო ნომინირებული.

ემოციური იყო QASIMI – ს ჩვენება. 2019 წლის გაზაფხულზე, ბრენდის მთავარი დიზაინერი და დამფუძნებელი, სულთან ალ ქასიმი, მოულოდნელად, 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ჭორი გავრცელდა, თუმცა ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა გახდა. 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე, სულთან ალ ქასიმის გარდაცვალებიდან პირველი ჩვენება გაიმართა. ბრენდის მართვის სადავეები ხელში დიზაინერის ტყუპისცალმა დამ აიღო.

5 დიზაინერი / ბრენდი, რომელიც უნდა იცოდეთ ლონდონის მამაკაცის სამოსის 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კვირეულიდან:

Qasimi შემოდგომა/ზამთარი 2020

WWD.com
WWD.com
WWD.com

Wales Bonner შემოდგომა/ზამთარი 2020

Vogue.com
Vogue.com
Vogue.com

Charles Jeffrey Loverboy შემოდგომა/ზამთარი 2020

Vogue.com
Vogue.com
Vogue.com

Martine Rose შემოდგომა/ზამთარი 2020

Vogue.com
Vogue.com
Vogue.com

Chalayan შემოდგომა/ზამთარი 2020

Vogue.com
Vogue.com
Vogue.com