ამერიკელი რეპერი ახალი წლისთვის საშოპინგოდ ბალენსიაგას მაღაზიაში იმყოფებოდა. პაპარაცებმა ქანიე ასისტენტთან ერთად დააფიქსირეს.

2021 წელს ვესტს და ფრანგულ მოდის სახლს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა. „Ye-სთან მაქვს რაღაც, რაც სხვებთან არა. ჩემთვის მასთან საუბარი 8 წლის დემნასთან დაბრუნებას ჰგავს, ვისაც არ აქვს ბარიერები და ფილტრები. 2 საათნახევარს ღილებზე ლაპარაკში ვატარებთ. ასეთი დიალოგები მეხმარება განვვითარდე, როგორც დიზაინერი, იმიტომ რომ ვფიქრობ: რატომ ვაკეთებთ ამას ასე? რატომ ღილები?“ – აღნიშნა ბალენსიაგას კრეატიულმა დირექტორმა, დემნამ New York Times-თან ინტერვიუში.