სიახლეს პრესტიჟული გამოცემა ოფიციალურ საიტზე ავრცელებს. Business of Fashion-ის ორგანიზებით დაჯილდოება პირველ ოქტომბერს, ოქსფორდშირში გაიმართება. დემნა მონაწილეობას მიიღებს BOF-ის ყოველწლიურ კონფერენციაშიც.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, დემნას განსაკუთრებულს არა მხოლოდ მისი განსხვავებული ხედვა და დიზაინი, არამედ სოციო-პოლიტიკური აქტივიზმიც ხდის. რაც მოდის ინდუსტრიაში საკმაოდ იშვიათია. ასე მაგალითად, 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის მოდის კვირეულზე, დემნამ ყველაზე ხმამაღალი განაცხადი გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად.
შეგახსენებთ, რომ ქართველი დიზაინერი უკრაინის აღდგენის მიმართულებით United24-ის ელჩიც გახდა. ფონდი უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი ქვეყნის მხარდასაჭერად გაღებული სახსრების შეგროვებაა.