ფრანგულმა კონგლომერატმა 29%-იან ზრდას უკრაინაში ომის და ჩინეთში კორონავირუსის ლოქდაუნის პარალელურად მიაღწია. 31 მარტის მონაცემებით, გასულ სამ თვეში, LVMH-ის შემოსავალმა 18 მილიარდი ევრო შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ 5 მარტს, მოდის უდიდესმა კონგლომერატმა რუსეთის ტერიტორიაზე ყველა მაღაზია დახურა და ონლაინ გაყიდვებიც შეაჩერა. ჯამში, LVMH-მა რუსეთში 124 მაღაზია დახურა.

კონგლომერატის ახალ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომის ფონზე, როდესაც პანდემიაც კვლავ რჩება გამოწვევად, წლის 29%-იანი ზრდით დაწყება ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

LVMH 75-მდე ბრენდს ფლობს, მათ შორის ყველაზე შემოსავლიან ბრენდად კვლავ რჩება ლუი ვიტონი. ამ უკანასკნელს მეორე ადგილზე ჩამორჩება დიორი.