Kering-ის ახალი ფინანსური ანგარიშიდან ცნობილი ხდება, რომ ფრანგული კონგლომერატის შემოსავალი 14%-ით გაიზარდა.
გუჩის, სენ ლორანის, ბალენსიაგას და ბოთეგა ვენეტას მფლობელი კომპანიის კომერციული წარმატება დიდწილად ევროპისა და ამერიკის ბაზრებმა განაპირობეს. როგორც მოსალოდნელი იყო, დოლარის ევროსთან გამყარებამ, ამერიკელებს ევროპული ბრენდების შეძენისკენ უბიძგა. აღნიშვნას იმსახურებს ჩინეთიც. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ქვეყანა ჩვეულ რიტმს უბრუნდება, რაც ეტაპობრივად ისახება ძვირადღირებული ბრენდების ფინანსურ მდგომარეობაზეც.
მიუხედავად ზრდისა, კონგლომერატის მთავარი ბრენდი Gucci მოლოდინს კვლავ ვერ ამართლებს. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, ბრენდის მატებამ მხოლოდ 9% შეადგინა.