Lyst Index – მა მოდაში 2019 წელი შეაჯამა. Lyst Index გლობალური პლატფორმაა, რომელიც ინტერნეტში ყოველთვიურად 9 მილიონი მყიდველის ქცევას აანალიზებს. Lyst Index სწავლობს რომელ დიზაინერებს ეძებენ ყველაზე ხშირად გუგლში, რომელ ბრენდებზე / დიზაინერებზე წერენ სოციალურ მედიაში ყველაზე ხშირად, რომელ პროდუქტებზე ლაპარაკობენ, ეძებენ და ყიდულობენ ონლაინ მაღაზიების ოფიციალურ საიტებზე, რომელი ვარსკვლავების ჩაცმის სტილი ახდენს ყველაზე დიდ გავლენას მყიდველზე და ა.შ.

მოდა, როგორც აქტივიზმი / მოძრაობა: ეკო-მოდა და ინკლუზიურობა 2019 წლის მთავარი თემები იყო.

პლანეტისთვის ნაკლები ზიანის მიყენების იდეის გარშემო ძალიან ბევრი გავლენიანი ბრენდი გაერთიანდა. ბუნებრივი ბეწვის და ტყავის გამოყენების აკრძალვა გადაწყვიტეს ვერსაჩემ და პრადამ. გუჩი, ბალენსიაგა, სან ლორანი ნახშირბად-ნეიტრალური ბრენდები გახდნენ, სტელა მაკარტნიმ თავისი ბრენდის ისტორიაში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა კოლექცია შექმნა, ასევე დააანონსა კოლაბორაცია ადიდასთან ვეგანური ფეხსაცმლის შესაქმნელად.

სტელა მაკარტნი

ინკლუზიურობა: მოდის ინდუსტრიის კარი გაიღო ყველასთვის. შანელმა რეკლამის სახედ პირველად აიყვანა ტრანსგენდერი ქალი. ვიქტორია სეკრეტმა + ზომის მოდელი პირველად გადაიღო კამპანიაში. სამხრეთ სუდანელი ტოპ მოდელი, ადუთ აკეჩი წლის საერთაშორისო მოდელის კატეგორიაშია ნომინირებული ფენომენალური წარმატების შემდეგ. ბალენსიაგას ჩვენება 60 წელს მიღწეულმა ქალბატონმა, ნედა ბრედიმ გახსნა.

შანელის პირველი ტრანსგენდერი მოდელი ტედი ქუინლივანი

მყიდველების განწყობა: რომანტიკული / ქუჩის სტილი

მყიდველების უმრავლესობა Lyst Index-ზე მინიატურულ ჩანთებს და რომანტიკული ინსპირაციებით შექმნილ სამოსს და აქსესუარებს ეძებდა. პოპულარობა არ დაუკარგავს ქუჩის სტილს, კედები, სპორტული, ყოველდღიური ტანისამოსი კვლავ ძალიან აქტუალურია.

10 ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავი:

1) Meghan, Duchess of Sussex 2) Timothée Chalamet 3) Zendaya 4) Billie Eilish 5) Cardi B 6) Lisa, Blackpink 7) Kylie Jenner 8) Lizzo 9) Harry Styles 10) Billy Porter.

ბრენდები, რომლებიც მყიდველებისთვის 2018 წელს ნაკლებად საინტერესოები იყვნენ და 2019 გახდნენ გამორჩეულად მოთხოვნადები:

  1. BOTTEGA VENETA 2. PYER MOSS 3. JACQUEMUS 4. PACO RABANNE 5. MOLLY GODDARD 6. RICHARD QUINN 7. SAKS POTTS 8. TELFAR

ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები:

  • BOTTEGA VENETA The Pouch

  • BOTTEGA VENETA Stretch Sandals

  • GUCCI GG Logo Belt

  • JACQUEMUS Le Chiquito Bag

  • PRADA Logo Bucket Hat

კოლაბორაციები:

  1. OFF WHITE X IKEA
  2. SACAI X NIKE
  3. REFORMATION X NEW BALANCE
  4. SUPREME X STONE ISLAND
  5. RICK OWENS X BIRKENSTOCK