პარიზის მოდის კვირეული სუპერმოდელების გარეშე რთულად წარმოსადგენია, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა Off White-ის ჩვენებაზე, რომელიც გახსნა და დახურა ლეგენდარულმა ბრიტანელმა მოდელმა, ნაომი ქემბელმა. თუმცა მიუხედავად ამისა, Isabel Marant-მა მაინც მოახერხა მოდის მოყვარულების გულებში განსაკუთრებული მღელვარების შექმნა.

2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე, ფრანგმა დიზაინერმა 2000-იანი წლების სამოდელო ინდუსტრიის გამორჩეული სახეები გააერთიანა. რაც მთავარია, ეს არ ყოფილა ერთი ან ორი ცნობილი მოდელის დიდი დაბრუნება მაღალ მოდაში, Isabel Marant-ის პოდიუმზე მთელი თაობა იდგა.

ეს ის თაობაა, რომელიც ხშირად გამხდარა კრიტიკის საფუძველი, ინკლუზიურობის და მრავალფეროვნების ნაკლებობის გამო, თუმცა ამავდროულად, დღემდე უამრავი ადამიანისთვის მოდელის პროფესიის მაღალ სტანდარტს განსაზღვრავს.

Isabel Marant შემოდგომა/ზამთარი 2023:

ჩვენების ჩანაწერი: