მიუხედავად იმისა, რომ ტრენდული ჩანთების, ე.წ. It Bag-ის ისტორია მხოლოდ 15-20 წელს ითვლის, თანამედროვე მოდის ინდუსტრია ამ ფენომენის გარეშე წარმოუდგენელია.

ახლა ისე, როგორც არასდროს, ტრენდული ჩანთის ფლობა განსაზღვრავს პიროვნების მოდასთან კავშირს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სწორად შერჩეული ჩანთის გარეშე, საკუთარი სტილის ხაზგასმა და მოდაში სტატუსის მოპოვება გაგიჭირდებათ.

რა თქმა უნდა, მომენტის პოპულარულ აქსესუარს დიდი ადგილი უჭირავს “ჭორიკანას” პირველ სეზონშიც, რომლის პრემიერაც ივლისის დასაწყისში შედგა.

გთავაზობთ 10 ტრენდულ ჩანთას Gossip Girl -ის პირველი სეზონიდან:

  • Fendi-ის წითელი “Corduroy Baguette” მოდელი.

მსახიობი: ჯორდან ალექსანდერი.

  • Jacquemus -ის თეთრი Le Chiquito მოდელი.

მსახიობი: სავანა სმიტი.

  • Telfar-ის ვარდისფერი Bubblegum მოდელი.

მსახიობი: ზაიან მორენო.

  • Dior-ის ნაცრისფერი Saddle მოდელი.

მსახიობი: ჯორდან ალექსანდერი.

  • Louis Vuitton-ის შავი OnTheGo მოდელი.

მსახიობი: ზაიან მორენო.

  • Giorgio Armani-ის თეთრი La Prima მოდელი.

მსახიობი: ემილი ალინ ლინდი.

  • Jimmy Choo – ს მწვანე Varenne Bowling მოდელი.

მსახიობი: სავანა სმიტი.

  • Giorgio Armani-ის ცისფერი Calfskin La Prima მოდელი.

მსახიობი: ემილი ალინ ლინდი.

  • JW Anderson-ის თეთრი Handle Anchor მოდელი.

მსახიობი: ემილი ალინ ლინდი.

  • Loewe-ს მწვანე Puzzle მოდელი.

მსახიობი: ჯორდან ალექსანდერი.