26 წლის მოდელი გავლენიანი ბიზნეს გამოცემის ყდაზე დაიბეჭდა. Forbes -მა ჰეილი 30 წლამდე ასაკის ლიდერებს შორის დაასახელა.

ჰეილის კარიერაში მნიშვნელოვანი ერა 2020 წლიდან დაიწყო, მას მერე, რაც ამერიკელმა მოდელმა კანის მოვლის საკუთარი კომპანია – Rhode შექმნა. ბიბერმა Rhode-ის პირველ პროდუქტებზე მუშაობას თითქმის ორი წელი მოანდომა, თუმცა ბრენდის მომხმარებლების მზარდი სია გვაჩვენებს, რომ ლოდინი ნამდვილად ღირდა.

2022 წლის ივნისში, გაყიდვაში გამოვიდა Rhode-ის პირველი 3 პროდუქტი – ღირებულება 30 დოლარს არ აღემატებოდა, რაც საერთაშორისო ბაზრისთვის მისაღებ საფასო კატეგორიად შეგვიძლია შევაფასოთ. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს მომხმარებლების მომენტალური რეაქცია.

გაყიდვაში გამოსვლიდან პირველივე დღეებში, ჰეილის ბრენდის მარაგები მთლიანად ამოიწურა. მას შემდეგ, Rhode-ის პროდუქციას 700,000-მდე მომლოდინე მომხმარებელი ჰყავს.

“ჩემი საყვარელი ნაწილი შემოქმედებითი პროცესი და მისი ხელმძღვანელობაა. დიდი ხნის განმავლობაში, ჩემი სახელი და სახე იყო სხვისი კრეატიული პროცესის ნაწილი. რაც მრავალმხრივ დამეხმარა კიდეც, რომ ჩამომეყალიბებინა საკუთარი. თუმცა ახლა, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რომ თავად ვარ სათავეში,” – ამბობს მოდელი. მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე Rhode-ის გაყიდვები 8 ციფრიან მაჩვენებელს გაუტოლდება.