დახურული ცერემონია რომის ისტორიულ შენობაში, კვირინალის სასახლეში გაიმართა. იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ ლეგენდარულ დიზაინერს რაინდის წოდება მიანიჭა და საჩუქრად რაინდის ჯვარი გადასცა.

სერჯო მატარელა & ჯორჯო არმანი

წლების განმავლობაში, ჯორჯო არმანის, როგორც იტალიური მოდის და კულტურის მოწინავე ფიგურას, არაერთი დიდი წოდება და პატივი აქვს მიღებული, თუმცა რაინდის ჯვარი იტალიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოა. სწორედ ამიტომ, გუშინდელი საღამო, ლეგენდარული დიზაინერის ტრიუმფალურ კარიერაში, ოქროს ასოებით ჩაეწერება.

ჯორჯო არმანი 1934 წლის 11 ივლისს, ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ პიაჩენცაში დაიბადა. არმანიმ საერთაშორისო აღიარება 1980-იან წლებში მოიპოვა. დღეს ჯორჯო თანამედროვე მოდის ცოცხალი ლეგენდაა. მისი შემოქმედებითი და ბიზნეს მემკვიდრეობა მოდის ისტორიისთვის განუზომელია.