გასულ ათწლეულში ქართველი მოდელების საერთაშორისო ბრენდების პოდიუმზე ხილვა ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, ტენდენცია გრძელდება 2021 წელსაც, რაც ბუნებრივია, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქართული სამოდელო სფეროს განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ პროფესიონალ ქართველ მოდელებთან ყველაზე გამორჩეული თანამშრომლობა Dolce & Gabbana-ს აკავშირებს. სწორედ ამ იტალიური მოდის სახლის ჩვენებებში ვხვდებით პროფესიონალ ქართველ მოდელებს ყველაზე ხშირად.
თაკო ნაცვლიშვილი – Dolce & Gabbana შემოდგომა/ზამთარი 2015
თათია ახალაია – Dolce & Gabbana შემოდგომა/ზამთარი 2019
თათია ახალაია – Dolce & Gabbana გაზაფხული/ზაფხული 2020
მატილდა გვარლიანი – Dolce & Gabbana გაზაფხული/ზაფხული 2020
ზინი ქაჯაია – Dolce & Gabbana შემოდგომა/ზამთარი 2021
ლიზა კობერიძე – Dolce & Gabbana გაზაფხული/ზაფხული 2022