ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ვაშინგტონში გამოჩნდნენ. ჯო ბაიდენმა და ქამალა ჰარისმა, მეუღლეებთან ერთად, კორონავირუსით დაღუპულ ამერიკელებს მიაგეს პატივი. ოფიციალური მონაცემებით, პანდემიამ 400,000 ამერიკელის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მოდის პრესის ყურადღება დაიმსახურა მომავალი ვიცე-პრეზიდენტის და პირველი ლედის ჩაცმულობამ. ისტორიულ მომენტამდე რამდენიმე საათით ადრე, ქამალა ჰარისი კამერების წინაშე პიერ მოსის სამოსით ვიხილეთ, ხოლო ჯილ ბაიდენმა არჩევანი ჯონათან ქოენზე შეაჩერა. ქამალას და ჯილის სტილისტების გადაწყვეტილება დადებითად უნდა შევაფასოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამერიკული მოდისთვის და არა მარტო – ქვეყანაში მომენტის 2 ყველაზე განხილვადი ქალი დამწყები დიზაინერის სამოსში.

ასეთი მომენტები ქმნიან ახალგაზრდა დიზაინერების კარიერას, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ფინანსური რესურსი, რომ ვარსკვლავებს კონტრაქტები შესთავაზონ და კონკურენცია გაუწიონ საერთაშორისოდ სახელგანთქმულ ბრენდებს.