Liya Kebede ამერიკული Harper’s Bazaar-ის 2020 წლის ნოემბრის ნომრის გარეკანს ამშვენებს. ნომერი გავლენიან გამოცემაში ახალი თავის დასაწყისად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან ეს არის ჰარპერს ბაზარში სამირა ნასრის, როგორც მთავარი რედაქტორის, პირველი ნამუშევარი.
Harper’s Bazaar US ნოემბერი 2020
Harper’s Bazaar ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი და კითხვადი ჟურნალია, რაც სამირას სტატუსს და ხმას საგრძნობლად ამაღლებს. დღეიდან ის მოდის ინდუსტრიის და ამერიკული მასმედიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, თუმცა დიდ თანამდებობას თან ახლავს დიდი პასუხისმგებლობა. ის ჟურნალის 153 წლიან ისტორიაში პირველი ფერადკანიანი მთავარი რედაქტორია.
Harper’s Bazaar US ნოემბერი 2020
სუპერმოდელი & მსახიობი: Liya Kebede
ფოტოგრაფი: Christopher Anderson