ჰეილი ბიბერის კარიერაში მნიშვნელოვანი ერა დაიწყო. მოდის ინდუსტრიაში პირველი ნაბიჯების გადადგმიდან თითქმის 10 წლის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკელმა მოდელმა მიზანს მიაღწია. ახლა ჰეილი არის ფრანგული ვოგის გარეკანზე და ისეთი ბრენდების სარეკლამო კამპანიებში, როგორებიცაა; Tiffany & Co და Saint Laurent. გარდა ამისა, ახლახანს, ამერიკელმა კანის მოვლის საკუთარი ხაზიც წარადგინა. Rhode – ასე ჰქვია ბიბერის ახალ ბრენდს, რომელზეც მოდელი გასული 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. ახალი წამოწყების და დატვირთული სამოდელო პორტფოლიოს ფონზე, ყურადღებას იქცევს ჰეილის ყოველდღიური სტილიც. ამერიკელის გარდერობი თანამედროვე, კლასიკური და ბიზნეს სტილის საინტერესო სინთეზს გვთავაზობს. რაც ძალიან ორგანულია ბიბერის ახალ როლთან და მისწრაფებებთან.
ჰეილი ბიბერის ყოველდღიური სტილი 12 ფოტოში
1/12

2/12

3/12

4/12

5/12

6/12

7/12

8/12

9/12

10/12

11/12

12/12
